RSS

ვარსკლავობამდე მიმავალი გზა

მსახიობად არავინ დაბადებულა. დიდებამდე ჰოლივუდის მომავალმა ვარსკლავებმა რთული გზა განვლეს… – ალ პაჩინო კარნეგი – ჰოლში ბილეთებს ყიდდა; ვუპი გოლდბერგი ჯერ დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ მშენებლობაზე. ჰარისონ ფორდი ჰოლივუდში საუკეთესო ავეჯს ამზადებდა, შერონ სთოუნი და პინკი მაკდონალდსში ჰოდ-დოგებს ყიდდენ. კინო მკლევარებმა ასეთი წარსულის მქონე მსახიობთა რეიტინგიც კი შეადგინენ– პირველი ადგილი საფრანგეთის ცოცხალი ლეგენდა – ალენ დელონს მიაკუთვნეს. იგი კინოში მოსვლამდე ყასბად მუშაობდა:-). მეორე ადგილზეა jულია რობერტსი, რომელიც კინო კარიერამდე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამყიდველად მუშაობდა მაღაზიაში. ცნობილი ამერიკელი მსახიობი, 6 ~გრემის~ მფლობელი ბილი ჯოელი მესამე ადგილს დასჯერდა, იგი ხამანწკებს იჭერდა. თავად კი ზოგჯერ დღეში 30 – 40 ცალს მიირთმევდა:-) . გარდა ამისა, მომავალი მომღერალი რინგზეცგამოდიოდა. მეოთხე ადგილზე ჟან რემო გავიდა, რომელიც სცენის მუშად მუშაობდა, რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ ლუკ ბესონმა, გადაიღო. ჰოლივუდის მსახიობ ჯიმ ჰეკმენი მსახიობამდე რადიომექანიკოსად მუშაობდა, შემდეგ საყოფაცხოვრებო ნივთების გამყიდველად. ჰეკმანი მე-6 ადგილზეა. სილვესტერ სტალონე მეშვიდე ადგილზე გავიდა. მერვე ადგილი ამერიკელმა მომღერალმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ლითლ რიჩარდმა დაიკავა. იგი მღვდელი იყო. როგორც ამბობენ, ბრიუს უილისსმა და დემი მურს ჯვარი სწორედ მან დასწერა. მეცხრე ადგილს დასჯერდა მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, შირლი მაკლეინის ძმა – უორენ ბიტი. 10საპატიო ადგილი კი დასტინ ჰოფმანის ერგო. იგი მსახიობობამდე რესტორნში მუშაობდა და ჭურჭელს რეცხავდა

 

მოხუცი ბედნიერია, თუ ვინმეს სჭირდება…

ახალგაზრდების აზრით, ხანდაზმულობის ასაკს მიტანებული ადამიანები პასიურ და მოსაწყენ ცხოვრებას იწყებენ, მაგრამ ეს მთლად ესე არ არის, ცხოვრების ეს პერიოდიც სავსეა თავისი პრობლემებით, ძიებითა და იმედით, ხანდაზმულ ადამიანს, სჭირდება თავისი მნიშვნელობა იგრძნოს, რათა დარწმუნდეს, ტყუილად არ უცხოვრია. ხანდაზმულობის ასაკში მოგონება და წარსულზე ფიქრი აქტუალური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, მაგრამ წარსული ერთადერთი არ არის, რითაც ჩვენი ბებია – ბაბუა ცხოვრობენ. სინამდვილეში თანამედროვე ცხოვრება მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. განსხავება ისაა, რომ მოხუცებში, პირველ რიგში, ახლობლებზე, კოლეგებზე, ზოგადად თავის ქვეყანაზე ზრუნვაში ვლინდება.მათი დაჟინებული მზრუნველობის მიმართ შემწყნარებელი და ლმობიერი იყავით. გახსოვდეთ, სანამ ხანდაზმულმა ადამიანმა იცის, რომ ვიღაცას სჭირდება, თავს პიროვნებად თვლის.

– ბებოსა და ბაბუას პატივსაცემად გამართული ოჯახური ზეიმი სწორედ ის მადლიერება გამოხატოთ. ასეთი დღესასწაულები არამხოლოდ მოხუცებს, ოჯახის ყველა წევრს ესაჭიროება. ამით ოჯახური ტრადიციები ძლიერდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის.

 

სიყვარულის მონა

ჩანახატი სიყვარული ყოველი ჩვენგანის მაცოცხლებელი ძალაა. თუმცა ის ყოველთვის არ არის ბედნიერების მომტანი, რამდენადაც ტკბილი შეიძლება იყოს სიყვარულით შენიღბული ილუზია, იმდენადვე მწარე შეიძლება აღმოჩნდეს სიმართლე, როდესაც ვინმე ძლიერ გიყვარს, ძნელია ობიექტურად შევაფასოდ იგი.

ხშირად არ გვსურს ჩავწვდეთ საყვარელი ადამიანის უარყოფით თვისებებს და გავანაალიზოთ ყოველივე. ასეთ ~ბრმა~ სიყვარულს კი უმეტეს შემთხვევაში, არც თუ სახარბიელო სიტუაციამდე მივყავართ. რადგან ასეთი სიყვარული მონებად გვაქცევს. – სიყვარულის მიერ დამონებული ადამიანი კი კარგავს ანალიზის სწორად შეფასების უნარს, ხდება უინტერესო და ნაკლებად მიმზიდველი. ამიტომ უნდა შეგვეძლოს, რომ რჩეული გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ღოგორც უკვე ავღნიშნე, სიყვარულის მეშვეობით მეორე ადამიანის შეცნობა საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ მისი ღირსეული მხარე, ან ჩვენი ფანტაზიის მიერ შექმნილი იდეალური პიროვნება შევიყვაროთ, ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია, შევიცნოთ ჩვენი სიყვარულის ობიექტი. თუმცა მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც დიდი სიყვარულის მიუხედავად აქვთ სწორად განსჯის უნარი და შეუძლიათ თავიანთი რჩეულის ობიექტურად შეფასება. ასე, რომ სიყვარული სახიფათო რამ არის და ამიტომ ხშირად დაფიქრებაა საჭირო. მას დიდი ბედნიერების გარდა დიდი უბედურების მოტანაც შეუძლია.მე პირადად მიმაჩნია, რომ ის სიყვარულია ძლიერი და უანგარო, როცა გიჭირს ან საერთოდ არ შეგიძლია პასუხი გასცე კითხვას – რატომ? რატომ გიყვარს? ეს ხომ იგივეა, რაც პასუხი გასცე კითხვას რატომ რატომ გიყვარს სიცოცხლე? ჩემი აზრით, პასუხი ერთი გიყვარს და მინდა, რატომ მინდა და მიყვარს არ ვიცი.

 

თუკი ეულად იგრძენი თავი

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე… ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი

 

იცი ლოდინი რა ძნელია?!

იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე…რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია…
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და გეტყვი…
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი!

 

დაუკითხავად თუ შემიყვარდი…

დაუკითხავად თუ შემიყვარდი,

თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე,

მიყვახარო თუკი გამოგიტყდი,

სული აგიშფოთე, მაპატიე…

ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,

მაგრამ შარაგზაზე გავათიე,

წინ მე შენი სახე მომიძღვოდა

და თუ აქაც შევცდი, მაპატიე…

ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე,

მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე,

შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი

თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე…

შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს,

შენზე დარდი თუ დავარბიე,

რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი,

დამნაშავე ვარ და მაპატიე……..

 

მიყვარხარ

მიყვარხარ, ამას არ ვამბობ ხშირად
არ მსურს გრძნობები ავსახო სიტყვად
სიტყვები ხშირად ფუჭი ფანდია
ჩემს გულს კი შენი კვალი ატყვია.

მიყვარხარ ამას ვერ ვამბობ,მიჭირს
ალბათ არ გესმის და ძლიერ გიკვირს
გთხოვ ნუ გაშინებს ჩემი დუმილი,
არ მსურს ვიხილო შენი წუხილი.

მიყვარხარ ამას არ გეტყვი ხშირად
და თუ გამიგებ ვიქნები მშვიდად
გჯეროდეს ჩემი,მიყვარხარ ჩემთვის
სათქმელს კი მხოლოდ თვალები გეტყვის.